შესაძლოა, სულ მალე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ცვლილება ვიხილოთ.
ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ევროპული კლუბების ასოციაციის შეხვედრაზე იდეა გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბებს შორის ტრანსფერები, შეიძლება, აიკრძალოს.
წყაროს ცნობით, ეს იდეა მიზნად ისახავს გრანდებს შორის ტრანსფერების აკრძალვას. მათი თქმით, კლუბებმა შედარებით დაბალი დონის ქვეყნების ჩემპიონატებიდან უნდა განახორციელონ ტრანსფერები.
ასევე, უნდა აიკრძალოს სამგზიანი ტრანსფერები, რათა გრანდებმა ვერ მოახერხონ რომელიმე მესამე მხარის ჩარევით ფეხბურთელების ერთმანეთში გაყიდვა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაუჭერენ მხარს ამ მოსაზრებას ევროპული კლუბების პრეზიდენტები.