75 მილიონი ბარსელონას ვარსკვლავში - რა წინადადებას ამზადებს ბაიერნი

75 მილიონი ბარსელონას ვარსკვლავში - რა წინადადებას ამზადებს ბაიერნი

ახლახანს ესპანურმა Fichajes-მა დაწერა მიუნხენის ბაიერნის ინტერესის შესახებ, რომელიც ბარსელონას ნახევარმცველში 75 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, რეკორდმაისტერის სამიზნე დანი ოლმოა, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და წლების განმავლობაში ლაიფციგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც იყო.

როგორც ვკითხულობთ, ბაიერნი ოლმოს გერმანიაში დაბრუნებას ზამთარშივე ეცდება, რადგან ვენსან კომპანის სეზონის გადამწყვეტ ფაზაში კიდევ უფრო ღრმა და კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავდეს.

დანი ოლმო 27 წლისაა და შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერის პიკი ასაკიდან გამომდინარე სწორედ ახლა დგას. ესპანელ ფეხბურთელს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

Fichajes-ის ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება გერმანულ გამოცემებში, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი დროა.


10-11-2025, 23:53
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2