ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნისა" და "ლაიფციგის" მატჩს პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო დაესწრო.
დღეს "ტოტენჰემის" დამრიგებელმა ამ თემაზე განმარტება გააკეთა.
"მეტოქის შესწავლა მნიშვნელოვანია. ასეთ დროს მცირე დეტალებსაც ვხედავ, გახურების დროსაც კი. სტადიონიდან იმის დანახვა შეიძლება, რასაც ტელევიზორში არ აჩვენებენ. ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი." - აცხადებს ჟოზე.
შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში სწორედ "ლაიფციგს" შეხვდება.