ტობი ალტშაფლი, Sport Bild-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ მანუელ ნოიერის ნაკრებში დაბრუნება გამორიცხული არ არის და საამისოდ ორი ფაქტორის სისრულეში მოყვანაა საჭირო.
პირველ რიგში, საქმე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს და მის სათამაშო ფორმას ეხება. თუ შტეგენი ბარსელონას სასტარტოს არ დაუბრუნდება ან სხვა კლუბში ვერ მიიღებს სათამაშო დროს, მაშინ მუნდიალზე ნაგელსმანს გამოცდილი მეკარე დასჭირდება.
თავის მხრივ, ამაში თავად ნაგელსმანიც უნდა დააჯერონ. შიდა სამზარეულოდან ხმები გამოდის, რომ ნაგელსმანს და ნოიერს მთლად კარგი ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა მანუს ახლანდელი ფორმა შესაძლოა საკითხის ხელახლა გადახედვის წინაპირობა გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ნოიერი ნაკრებიდან 2024 წლის აგვისტოში წამოვიდა, თუმცა უკან დაბრუნება კვლავ აქტიურად განიხილება, რასაც ბაიერნიც დაუჭერს მხარს.