ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნი აპირებს, რომ უპამეკანოს მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ფეხბურთელს ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს, რის შემდეგაც დაიოტი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
თუმცა, აქვეა ისიც სათქმელი, ბაიერნს არ მოსწონს საკონტრაქტო გადასახადი, რომელიც უპამეკანოს კიდევ ერთი მოთხოვნაა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობას პარალელურად თადარიგი აქვს დაჭერილი.
იმ შემთხვევაში თუ უპამეკანო ბაიერნს უარს ეტყვის, მაშინ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდება, პრიორიტეტებში კი იბრაჰიმა კონატესა და მარკ გეჰის სახელები ფიგურირებს.
ბოლო მონაცემებით, უპამეკანოს გუნდში დარჩენისა და წასვლის შანსები 50/50-ზეა. სხვათა შორის, ბაიერნი სერიოზულად იღებს პსჟ-ის ინტერესს, რომელთანაც უპამეკანოს აგენტ მუსა სისოკოს ახლო ურთიერთობა აქვს, რადგან ის უსმან დემბელეს აგენტიც არის.