ჟურნალისტი მაქსიმილიან კოხი ბაიერნის სამი ტრავმირებულის, ჰიროკი იტოს, ალფონსო დევისისა და ჯამალ მუსიალას დაბრუნების შესახებ წერს.
მისი ინფორმაციით, ალფონსო დევისი და ჰიროკი იტო სრულფასოვან ვარჯიშს სანაკრებო პაუზის შემდეგ პირდაპირ განაახლებენ, შესაბამისად, ერთიც და მეორეც მოედანზე ძალიან მალე უნდა დაბრუნდნენ.
რაც შეეხება ჯამალ მუსიალას, მისი ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, კლუბში გარისკვა არ სურთ და ფეხბურთელის დაბრუნებაც ოდნავ კიდევ უფრო გაიწელება.
როგორც ვკითხულობთ, ჯამალს მოსაშუშებლად 4-8 კვირამდე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნის ნახევარმცველი თამაშს 2026 წლიდან განაახლებს.