ხორვატული გამოცემა 24sata-ს ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნმა ჰაიდუკ სპლიტის 19 წლის ფეხბურთელის თამაშის სანახავად სკაუტები გაგზავნა.
საქმე ახალგაზრდა განაპირა მცველს, ლუკა ჰოდაკს ეხება, რომელიც პოზიციით მარჯვენა მცველია და როგორც ამბობენ, ჰოდაკი ხორვატული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ამომავალი ვარსკვლავია.
ბაიერნის სკაუტებმა ლუკას 2 თამაშს უყურეს, სადაც მან ჯამში 174 წუთი ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
ჯერჯერობით არაა ცნობილი ბაიერნი აპირებს თუ არა მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ის კი ცნობილია, რომ ჰოდაკს რეკორდმაისტერის ინტერესი ნამდვილად აქვს გამოწვეული.