ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ ამჟამინდელი სიტუაციით ბაიერნი ლეონ გორეცკას თამაშით კმაყოფილი არ არის და არ აპირებს, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.
გარდა ამისა, გორეცკას საკმაოდ ცუდი პრესა აქვს და გულშემატკივრებისგანაც დიდ კრიტიკას იღებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ 30 წლის ნახევარმცველი ბაიერნს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ან ზამთარში დატოვებს.
რაც შეეხება მის შემცვლელს, ამავე ჟურნალისტის თქმით, ბაიერნს ძალიან მოსწონს 17 წლის ბელგიელი ფეხბურთელის, ნათან დე კატის კანდიდატურა, რომლის დასამატებლადაც დორტმუნდის ბორუსიაც იბრძოლებს.
დე კატი ახლა ანდერლეხტში თამაშობს, მისი სათამაშო ამპლუა კი ძირითადად 6-იანისა და 8-იანის პოზიციებს მოიცავს.