ბაიერნი აპირებს, რომ სერჟ გნაბრი კლუბში კიდევ 2 წლით დატოვოს და ფეხბურთელს ხელფასი შეუმციროს.
როგორც წერდნენ, გერმანელი ფეხბურთელი თანახმაა, რომ კვლავ ბაიერნში ითამაშოს და არც შემოსავლის შემცირებას გააპროტესტებს.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა, გნაბრი ბაიერნში მაინც არ დარჩეს. ფეხბურთელით იუვენტუსი და ლივერპული არიან დაინტერესებულნი და თუ ისინი უკეთეს პირობებს წამოაყენებენ, მაშინ სერჟი გადაწყვეტილებას სამ კლუბს შორის მიიღებს.
გნაბრის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.