Bild-მა დაწერა, რომ იოზუა კიმიხმა სანაკრებო სამზადისისას ვარჯიშზე მარჯვენა კოჭის დაზიანება მიიღო და როგორც გამოცემა წერს, კიმიხს მინიმუმ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევს.
გერმანია დღეს თამაშობს, 23:45-ზე ლუქსემბურგის წინააღმდეგ და გამოდის, რომ ამ შეხვედრაში ნაგელსმანს ბაიერნის ნახევარმცველი არ ეყოლება.
ამავე გამოცემის თქმით, თუ არაფერი გართულდა, წესით კიმიხი მოედანს სლოვაკეთთან შეხვედრაში უნდა დაუბრუნდეს, თუმცა თუ ის საჭირო არ გახდება, შესაძლოა ნაგელსმანმა ფეხბურთელს დასვენების საშუალებაც მისცეს.