ახლახანს დასრულდა ლუქსემბურგისა და გერმანიის ნაკრებების პირველი ტაიმი, სადაც მაყურებელს გოლი არ უნახავს.
პირველი ნახევრის შემდეგ გერმანელი გულშემატკივარი საკმაოდ უკმაყოფილოა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:
"ნაგელსმანი კარგი მწვრთნელი არასდროს ყოფილა, მისთვის ნაკრების ჩაბარება კი მთელი გერმანული ფეხბურთის შეცდომაა"
"ნაგელსმანი კარლის არგამოძახებას და სანეს გამოძახებას ინანებს"
"გორეცკა ისე თამაშობს, არ მიკვირს ბიშოფი რომ ვიყიდეთ"
"მსოფლიო ჩემპიონატზე გვინდა პირველობა და ლუქსემბურგსაც ვერ ვუგებთ დამაჯერებლად"
"ასეთი არათანმიმდევრული გერმანია დიდი ხანია არ მინახავს", - წერენ გულშემატკივრები.