გერმანიის თასის 1/4 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" გელზერკიხენის "შალკეს" დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" ვეტერანმა შემტევმა, თომას მიულერმა გააკეთა.
"შალკესთან სტუმრად სათასო დაპირისპირება დეჟავუს შეგრძნებას მიჩენს. ახლაც ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც არიენ რობენმა დამატებით დროში ბრწყინვალე რეიდი შემოგვთავაზა და ანგარიში 1:0 გახადა."
"რობენმა უკვე კარიერა დაასრულა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამ მატჩისთვის დაუბრუნდეს "ბაიერნს." - იხუმრა მიულერმა.