სლოვაკები ფარით და სისხლით ჩამოვლენ - რას უნდა ველოდოთ გერმანიის ბოლო თამაშში

სლოვაკები ფარით და სისხლით ჩამოვლენ - რას უნდა ველოდოთ გერმანიის ბოლო თამაშში

17 ნოემბერს, შესაძლოა, გერმანიის ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დასამახსოვრებელი მატჩი მივიღოთ, რისი განმაპირობებელიც მეტწილად სლოვაკეთის ნაკრებია, რომელსაც ზუსტად იმდენივე ქულა აქვს მოპოვებული, რამდენიც გერმანიას.

12-12 ქულით ეს ორი გუნდი პირველ და მეორე პოზიციას იკავებს, თუმცა გერმანიას უპირატესობა ბურთების სხვაობაში აქვს მოპოვებული, შესაბამისად, ბოლო ტურში ნაგელსმანის გუნდს ფრეც ეყოფა.

ეს იმას ნიშნავს, რომ სლოვაკები გერმანიაში დიდი ბრძოლის გასამართად ჩავლენ, თანაც არც ისე პატარა იმედებით, რადგან ჯგუფში მათ გერმანელების დამარცხება ერთხელ უკვე მოახერხეს.

სლოვაკები მუნდიალზე ბოლოს 15 წლის წინ იყვნენ, ორ დღეში კი მსოფლიოს გაოცებას და პირველი ადგილის დაკავებას ეცდებიან.

გერმანელებს და სლოვაკებს 21-ე საუკუნეში სულ 6-ჯერ უთამაშიათ, სადაც სამჯერ ერთმა, სამჯერ კი მეორე ნაკრებმა მოიგო.



15-11-2025, 09:39
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2