როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბაიერნში" ახალი მცველის მოყვანას უნდა ველოდოთ.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" მთავარი სამიზნე ზაფხულში დაიო უპამეკანო იქნება.
21 წლის მცველის მიუნხენში ტრანსფერზე გასულ თვეებშიც აქტიურად იწერებოდა, თუმცა, უახლესი ცნობები გუნდმა საბოლოოდ გადაწყვიტა მისი დამატება და ზაფხულში პრიორიტეტი სწორედ ეს ტრანსფერი იქნება.
როგორც ცნობილია, "ბაიერნი" მზადაა უპამეკანოს გამოსასყიდი ფასი 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.