მიუნხენ 1860-ის პრეზიდენტი, გერნოტ მანგი ბაიერნის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერთან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ ის უპატივცემულოდ მოიქცა:
"ბავარიის საფეხბურთო ასოციაციამ ინგოლშტადტში მიგვიწვია, სადაც ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაციაზე უნდა გვესაუბრა. იქ ყველა ბავარიული კლუბი იყო. ბოლოსკენ ჰერბერტ ჰაინერიც მოვიდა, რომელსაც თავი წარვუდგინე, მან კი მკითხა, "ვინ ხარ შენ და აქ რას აკეთებ?", - მე კი ვუთხარი, რომ იგივე საქმეს ვაკეთებდი, რასაც თავად აკეთებდა. ვუთხარი, რომ მეც ბავარიული კლუბის პრეზიდენტი ვიყავი."
"ვიტყოდი, რომ ეს მისგან უპატივცემულობა იყო. მე ყველა მიცნობდა, მის გარდა. ეს აჩვენებს, რომ ცოტაოდენი თავმდაბლობა ბაიერნს მხოლოდ კარგს მოუტანდა. ბოლოს გვითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის სანახავად უნდა წასულიყო პარიზში, ეს კი პირდაპირ ჩვენი სახეების მიმართულებით თქვა, რის შემდეგაც ერთმანეთს გადავხედეთ და თავები გაკვირვებით გავიქნიეთ", - ამბობს გერნოტ მანგი.