"ზუსტად ასე ხდება ბაიერნშიც" - ტომას ტუხელი ჰარი კეინის რეკორდს ეხმიანება

"ზუსტად ასე ხდება ბაიერნშიც" - ტომას ტუხელი ჰარი კეინის რეკორდს ეხმიანება

ჰარი კეინმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 78 გოლი გაიტანა და პელეს 77-გოლიანი ნიშნული გააუმჯობესა, რის შესახებაც აზრის დაფიქსირება ტომას ტუხელს სთხოვეს:

"ეს არის ალუბალი ტორტის თავზე. ის, თუ რამხელა ძალისხმევა აქვს ჩადებული ჰარის ამ მატჩებში, უბრალოდ გასაოცარია. ის ყველაფერში თავიდან ბოლომდეა ჩართული, რასაც კი ეროვნულ გუნდში ვაკეთებთ, ზუსტად ისე, როგორც ბაიერნში. ჰარის გონებრივი და ფიზიკური კონდიციები უმაღლეს დონეზეა. მას ჩვენთვის გოლი გოლზე გააქვს. ის თუ როგორ ვარჯიშობს, შრომობს და ნახულობს გამოსავალს შეტევის უკეთესი წარმართვისთვის, ჩემთვის გასაოცარია", - ამბობს ტუხელი კეინზე.

შეგახსენებთ, რომ ტუხელმა ინგლისის ნაკრები მუნდიალზე გასაოცარი მაჩვენებლებით გაიყვანა. ინგლისელებმა ჯგუფში რვავე თამაში მოიგეს და გოლი საერთოდ არ გაუშვიათ (24:0), კეინმა კი მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო.


17-11-2025, 17:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2