რამდენიმე დაიწერა იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნი ბელგიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ნათან დე კატის ტრანსფერითაა დაინტერესებული.
17 წლის ნახევარმცველი ანდერლეხტში ირიცხება და ძირითადად 6-იანის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა 8 ნომერზეც შეუძლია ასპარეზობა.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ბელგიური კლუბი ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ ბაიერნს 25 მილიონ ევროს სთხოვს.
ნათან დე კატის ტრანსფერით დორტმუნდიც და ლევერკუზენიც არიან დაინტერესებულნი, შესაბამისად, ბაიერნს მათთვისაც მოუწევს კონკურენციის გაწევა.