მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი გუნდის ისტორიაშ საუკეთესო შედეგს აფიქსირებს.
კერძოდ, გერმანელ სპეციალისტს ჩატარებული შეხვედრების 80% მოგებული აქვს, მსგავსი შედეგი კი "რეკორდმაისტერის" ისტორიაში არავის ჰქონია.
მეორე ადგილზე ამ კომპონენტში პეპ გვარდიოლაა, რომელსაც 75%-იანი შედეგი აქვს. შემდეგ მოდიან კარლო ანჩელოტი(70%), ნიკო კოვაჩი(69%) და იუპ ჰაინკესი(66%).
შეგახსენებთ, რომ ფლიკი გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა "ბაიერნს" სათავეში და მას შემდეგ გუნდმა 15 შეხვედრა გამართა, საიდანაც 12 მოიგო და 2 წააგო.