ალეხანდრო გრიმალდოს წაყვანა, რომელიც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპროდუქტიულ მცველად ითვლება, ბაიერნთან ერთად ბარსელონასაც აქვს გადაწყვეტილი.
ბაიერნის ინტერესის შესახებ გარკვეული ხნის წინ დაიწერა და მაგალითად, იბრაჰიმა კონატეს შემთხვევისგან განსხვავებით, გრიმალდოს ტრანსფერის უარყოფა არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის წაყვანის უფრო დიდი შანსი ბარსელონას აქვს, რადგან გრიმალდოს პრიორიტეტი ესპანეთში დაბრუნებაა.
გარდა ამისა, წლების წინ გრიმალდო ბარსელონა ბ-ში თამაშობდა, შესაბამისად, ესპანელ მცველს კატალონიელებთან ემოციური დამოკიდებულებაც აკავშირებს.