ესპანურმა Fichajes-მა ირლანდიური ფეხბურთის გმირი, ტროი პეროტი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ უნგრეთს 3 გოლი გაუტანა და ირლანდია მუნდიალის საკვალიფიკაციოს პლეიოფში გაიყვანა, ბაიერნს დაუკავშირა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ არის შანსი ბაიერნი პეროტს ჰარი კეინთან კომბინაციაში ერთად განიხილავდეს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ჯექსონს კარგი პერიოდი არ უდგას და ბოლომდე გამორიცხულიც არაა, რომ გუნდიდან ზამთარში წავიდეს.
23 წლის ტროი პეროტი ახლა ნიდერლანდების ჩემპიონატში, კერძოდ ალკმაარში თამაშობს და შესანიშნავ სეზონს ატარებს. მას შიდა ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი, კონფერენს ლიგის შვიდ მატჩში კი ამდენივეჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული.
Transfermarkt-ზე განთავსებული ინფორმაციით, პეროტის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონი ევროა.