"კომპანიმ 11 საათზე დამირეკა და.." - ანტონი ბაიერნში ჩაშლილ ტრანსფერს იხსენებს

"კომპანიმ 11 საათზე დამირეკა და.." - ანტონი ბაიერნში ჩაშლილ ტრანსფერს იხსენებს

ბრაზილიელი ანტონი საუბრობს ბაიერნში ჩაშლილ ტრანსფერზე და იხსენებს თუ როგორი საუბარი ჰქონდა ტელეფონით ვენსან კომპანისთან:

"სატრანსფერო ფანჯარა მეორე დღეს იკეტებოდა, ბოლო მომენტში კი ზარი მიუნხენის ბაიერნისგან მივიღე. ახლა ყველაფერს 100%-ით გეტყვით. მათი ზარის შემდეგ ყოყმანი დავიწყე, რადგან ბაიერნი უდიდესი კლუბია, რომელსაც საკმაოდ შთამბეჭდავი მწვრთნელი ჰყავს კომპანის სახით. ის ტელეფონზე საუბრისას ძალიან ზრდილობიანი იყო და მეუბნებოდა, რომ ჩემი თამაში ყოველთვის მოსწონდა. ეს ყველაფერი ღამის 11 საათისკენ მოხდა."

"მანამ ბაიერნი დარეკავადა, ბეტისთან ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა, მათ სიტყვაც კი მივეცი. შესაბამისად, ჩემს კლუბს ვერ დავტოვებდი. ეს არის ადგილი, სადაც ბედნიერი ვარ და ყველამ ახლოს მიმიღო", - ამბობს ანტონი.

25 წლის ფეხბურთელი მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ მართლაც კარგად გამოიყურება. ანტონის მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


19-11-2025, 09:35
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2