ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი ამბობს, რომ კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკა შესანიშნავად წარმართა.
მისი თქმით, კლუბს არ სურდა, რომ ტრანსფერებში ზედმეტი ფული დაეხარჯა, რაც ბაიერნს შესანიშნავად გამოუვიდა და სიტუაციაც კარგად წარიმართა:
"გვქონდა ოცნება, რომ რაც შეიძლება ცოტა დაგვეხარჯა, თუმცა მაინც ძლიერი გუნდი გვყოლოდა. ჩვენ არ დავხარჯეთ ზედმეტი 50-60 მილიონი აქ და იქ, თუმცა ფოკუსირებული დავრჩით კარლისა და ბიშოფის მსგავს ტალანტებზე, რაც ჩვენი ფინანსებისთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო."
"გარდა ამისა, ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გუნდში მაქსიმალურად ჩართოს, რაც შესანიშნავია", - ამბობს ჰიონესი.