ბაიერნის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს კარიერას დაამთავრებს

ბაიერნის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს კარიერას დაამთავრებს

Kicker-ის ჟურნალისტი, გეორგ ჰოლცნერი X-ზე წერს, რომ მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს კარიერას ოფიციალურად დაამთავრებს.

ჰოლცნერის ინფორმაციით, ეს სვენ ულრაიხია, რომელიც, როგორც ჰოლცნერი წერს, კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში დარჩება და სხვა როლს მოირგებს.

გერმანელი მეკარე უკვე 37 წლის არის, მიუნხენის ბაიერნში კი 2015/2016 წლების სეზონიდან თამაშობს, თუმცა ერთი სეზონის გამოკლებით, ის მუდმივად სათადარიგო მეკარედ განიხილებოდა, რის გამოც პრაქტიკულად მთელი კარიერა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწია.

ჯერჯერობით არ სახელდება თუ რა როლს მისცემენ ულრაიხს კლუბში, თუმცა ის კი ნამდვილად მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს სვენი ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს.


21-11-2025, 13:12
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2