ჰაკიმისთან ვარდნისა და წითელი ბარათის მიღების შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ლუის დიასი მხოლოდ ერთი მატჩით დაისჯებოდა ჩემპიონთა ლიგაზე.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული მოლოდინები მცდარი გამოდგა, რადგან კოლუმბიელი ფეხბურთელი არა ერთი, არამედ სამი მატჩის გამოტოვებით დასაჯეს!
უეფას მიერ გავრცელებულ განმარტებაში წერია, რომ ლუის დიასმა ძალიან უხეშად ითამაშა, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ სამხრეთ ამერიკელი მკაცრად დაესაჯათ.
ამდენად, ბაიერნს დიასი არსენალთან ერთად არც სპორტინგთან იქნება და არც როიალ სენ ჟილთან.