დღევანდელ მატჩში გოლის გატანის შემდეგ ჟურნალისტებმა თავისთან დაიოტ უპამეკანოს უხმეს, რომელსაც, ცხადია, ახალი კონტრაქტის შესახებ ჰკითხეს.
დღემდე ვიცოდით, რომ მთავარი პრობლემა ხელფასი და ფრანგი მოთამაშის მოთხოვნები იყო, თუმცა უპამეკანომ თავად ყველაფერი უარყო:
"ხელფასი? ეს არაფერ შუაში არ არის. საქმე ფულს არ ეხება. მაქს ებერლისთან და კრისტოფ ფროინდთან ბევრს ვსაუბრობ. ბაიერნში ბედნიერი ვარ და კარგი სეზონი მაქვს. მე კლუბისთვის ყველაფერს გავცემ, მომავალში კი ვნახოთ რა მოხდება", - თქვა უპამეკანომ.
სიმშვიდეს ინარჩუნებენ თავად ებერლიც და ფროინდიც. როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის საქმე ბაიერნისთვის არც ისე ცუდადაა.