ლუის დიასისთვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მიცემის შემდეგ ბაიერნი უკმაყოფილო დარჩა, რადგან კლუბში ელოდნენ, რომ კოლუმბიელი ლიგაზე მხოლოდ 1 შეხვედრას გამოტოვებდა.
როგორც დაიწერა, ბაიერნი უეფაში საჩივარს გააგზავნის და ეცდება, რომ დიასის დისკვალიფიკაცია მინიმუმ ერთი მატჩით მაინც შეამცირონ.
"ვიფიქრეთ, რომ მას მხოლოდ 1 შეხვედრით დასჯიდნენ. თუ შევძლებთ, რომ დისკვალიფიკაცია ორ მატჩამდე მაინც შევამციროთ, ეს უკვე რაღაცა იქნება. ეს რთული შეჯახება იყო, მაგრამ პირდაპირი ძალადობის გამოვლინება არ ყოფილა", - ამბობენ ებერლი და დრეესენი.