26 ნოემბერს მიუნხენის ბაიერნი ლონდონში არსენალს ეთამაშება და შეეცდება, რომ მიმდინარე სეზონის, ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდა ჩააბაროს წარმატებით.
მიკელ არტეტას გუნდი ძალიან მძლავრად გამოიყურება, რაც მათ შედეგებზეც აისახება როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნიც ძალიან კარგ ფორმაშია და ვენსან კომპანის გუნდს პრაქტიკულად ყველა თამაში მოგებული აქვს, სუპერკომპიუტერი ფავორიტად მაინც არსენალს მიიჩნევს.
ხელოვნური ინტელექტი ლონდონელებს გამარჯვებაზე 40%-ს ანიჭებს, ბაიერნს კი 3 ქულაზე 30% აქვს მინიჭებული.