ყველა დაცვაში თუ ყველა წინ? - როგორ უნდა ითამაშოს ბაიერნმა არსენალთან

ყველა დაცვაში თუ ყველა წინ? - როგორ უნდა ითამაშოს ბაიერნმა არსენალთან

ობიექტურად თუ ვიტყვით, სეზონის მთავარი გამოცდა ვენსან კომპანის და მის გუნდს 26 ნოემბერს, ლონდონის არსენალთან ელით, რომელიც შესაშურ ფორმაშია და ძალიან მძლავრად გამოიყურება.

პირველ რიგში, მიკელ არტეტას გუნდი თავისი ორგანიზებულობით გამოირჩევა, რაც ძალიან ცოტა გაშვებულ გოლზეც აისახება, თუმცა, ამავდროულად, ლონდონელებს მეტოქის არაერთხელ დალაშქვრაც შეუძლიათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსენალს გამოკვეთილი სისუსტე არ აქვს.

მიუხედავად ამისა, ტოტენჰემთან ჩატარებულ დერბიში გამოჩნდა, რომ ბოლომდე უკან დახევა და ყველანაირი ინიციატივის დათმობა სწორი არ არის, რაც ტომას ფრანკის გუნდმა საკუთარ თავზე დიდი ანგარიშით წაგებით გამოსცადა.

გერმანულ მედიაში წერენ, რომ არსენალის დაპრესინგებას და მათსავე ნახევარზე ზეწოლის შექმნას აზრი ნამდვილად აქვს, რაც ტოტენჰემს უფრო ხშირად რომ ეცადა, შესაძლოა სხვა შედეგიც მიეღო. ცხადია, ასე თავს იჩენს კონტრშეტევის გამწვავების შესაძლებლობაც, თუმცა ეს ის მსხვერპლია, რომელიც ვენსან კომპანიმ უნდა გაიღოს.

ბაიერნის სტილიც ხომ ესაა.. მეტოქეზე მაღალი პრესინგი და სრული დომინაცია, რაც გერმანული ფეხბურთის მენტალობასა და სულს ყველაზე კარგად გამოხატავს.

გერმანიაში ელიან, რომ ბაიერნი მოედანზე დაბალანსებულად აჩვენებს როგორც დაცვას, ისე შეტევას, დასკვნის სახით კი, კომპანისგან არავის სურს ტოტენჰემივით დაცვაში გამოკეტილი ბაიერნი, რომელმაც შესაძლოა ისევე დაასრულოს, როგორც ტომას ფრანკის გუნდმა გუშინდელ შეხვედრაში.


24-11-2025, 19:03
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2