უკვე რამდენიმე თვეა ცნობილია იმის შესახებ, რომ ლივერპულს ბაიერნიდან მაიკლ ოლისეს წაყვანა სურდა, თუმცა, როგორც ჩანს, მერსესაიდელებმა ოცნება შეწყვიტეს.
ამის შესახებ ფლორიან პლეტენბერგმა დაწერა. მისი თქმით, ლივერპულის გზიდან ჩამოშორება ბაიერნის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რამაც ოლისეს შენარჩუნების ძლიერი ბერკეტი შექმნა.
აღმოჩნდა, რომ ფრანგ ვინგერს გამოსასყიდი საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, ლივერპულიც უძლური გამოდის მიუხედავად იმისა, რომ იდეალურ შემთხვევაში ფეხბურთელზე უარს არ იტყოდნენ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაიერნის გულშემატკივარს სულ უფრო და უფრო ნერვიულობა მოუწევს იმის შესახებ, რომ ოლისე ახლო მომავალში კლუბიდან წავა.