ხვალ, 23:55-ზე ლონდონის არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ბაიერნს მიიღებს, ამ შეხვედრას კი მთელი სამყარო გამადიდებელი შუშით დააკვირდება.
როგორც ინგლისურ მედიაში წერენ, დიდი შანსია, რომ მიკელ არტეტას გუნდის ორი ლიდერი, ვიკტორ იოკერესი და მარტი ოდეგორი დაუბრუნდეს.
ბრიტანეთში დარწმუნებით ვერ ადასტურებენ, რომ შვედიც და ნორვეგიელიც აუცილებლად დაბრუნდებიან, თუმცა წერენ, რომ ერთსაც და მეორესაც მოედანზე გამოჩენის დიდი შანსი ექნებათ.
რაც შეეხება არსენალის დაცვის ლიდერ გაბრიელ მაგალაესს, ის შეხვედრას დანამდვილებით გამოტოვებს. ასევე, არსენალს კაი ჰავერცი და გაბრიელ ჟესუსი დააკლდებიან.