გთავაზობთ ვენსან კომპანის პრესკონფერენციას არსენალთან მატჩის წინ (იქნება განახლებადი):
ხვალინდელ თამაშზე: "პირველი 4 თამაში მოვიგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიმედოვნებთ, რომ ასე გავაგრძელებთ. არსენალთან თამაში ამ მომენტისთვის ჩვენი უმთავრესი გამოცდა იქნება. გვიხარია, რომ აქ ვართ, ჩვენც ზუსტად ეს გვინდა."
სერჟ გნაბრის მზადყოფნაზე: "სერჟი კარგად გამოიყურება, თუმცა იქნება თუ არა ის სასტარტოში, ეს ხვალ გამოჩნდება. თავიდან ვღელავდით, მაგრამ ბოლოსკენ მისგან კარგი სიგნალები მივიღეთ."
მიკელ არტეტაზე: "ის ძალიან განვითარდა. მისი გუნდი დიდი ფიზიკური მზადყოფნით თამაშობს, რომელსაც სისუსტეები თითქმის არ აქვს. პეპ გვარდიოლა დომინანტური ფიგურაა და მას ჩვენზე დიდი გავლენა ჰქონდა, რისთვისაც მუდამ მადლიერი ვიქნები. ახლა ორივე გუნდი სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობს, რაც ხვალინდელ თამაშს განსაკუთრებულს ხდის."
სტანდარტულებზე: "სიმართლე ისაა, რომ საჯარიმოებზე და კუთხურებზე ჯერ ჩვენი ძალა არ გვიჩვენებია. ვიცით მათ შესახებ, თუმცა საუკეთესო დაცვით გუნდებსაც კი ექმნებათ პრობლემები. საერთოდ, მხოლოდ დაცვაზე არ ვიფიქრებთ, რადგან გატანაც შეგვიძლია, რაც უნდა ვცადოთ კიდეც. გვინდა, რომ ძლიერები ვიყოთ სტანდარტულებზეც როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში."
ლენარტ კარლზე: "ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. გვსურს, რომ კიდევ აკეთოს იგივე, რასაც ახლა აკეთებს, რაშიც მხარს ხანგრძლივად დავუჭერთ. მისი პერფორმანსი კარგია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და გვიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა."