დორტმუნდის ბორუსიას სპორტული დირექტორი, სებასტიან კელი საუბრობს ნიკო შლოტერბეკის კონტრაქტთან დაკავშირებით:
"ვიმედოვნებთ, რომ მისგან პოზიტიურ პასუხს მივიღებთ, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ვიცი, რომ ნიკო ამ საკითხზე ძალიან ბევრს ფიქრობს და დორტმუნდი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ ამის გამო ვართ ოპტიმისტურად განწყობილები."
"ვცდილობთ, რომ შლოტისთვის პოზიტიური და დადებითი გარემო შევქმნათ. მას სურს, რომ ისეთ პროექტში ჩაერთოს, სადაც პრიორიტეტი ტიტულების მოგება იქნება და ჩვენც ეს გვინდა."
"ასევე, ჩვენ ფინანსურად მზად შევხვდებით ამ გამოწვევას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შლოტერბეკი დავიტოვოთ", - თქვა დორტმუნდის სპორტულმა დირექტორმა.
ბოლო ცნობებით, შლოტერბეკი სერიოზულად განიხილავს ბაიერნის ვარიანტს, კელის სიტყვები კი ტიტულების შესახებ ლოგიკურად უპირატესობას სწორედ რეკორდმაისტერს ანიჭებს.