რამდენიმე წუთის წინ დასრულდა არსენალისა და ბაიერნის ჩემპიონთალიგური მატჩი, რომელიც ლონდონელებმა 3:1 მოიგეს.
ბავარიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ლენარტ კარლმა გაიტანა, თუმცა ეს ერთი ბურთი გუნდს არ ეყო და სეზონში პირველი მარცხი მიიღო.
ბაიერნიდან საუკეთესო შეფასება სწორედ კარლს მისცეს, თუმცა 17 წლის ბიჭი რომ ხდება საუკეთესო, ეს დანარჩენებზე მთლად კარგად არ მეტყველებს.
ფაქტია, არსენალის სიძლიერემ გარკვეული სისუსტეები გამოაჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო საუკეთესოობის მოსაპოვებლად.