ვენსან კომპანის პირველი კომენტარი DAZN-თან არსენალთან წაგების შემდეგ:
"ყველა გუნდმა შეიძლება წააგოს, ეს ფეხბურთია. ვფიქრობდი, რომ პირველი ტაიმი ცუდად არ დაგვიწყია, თუმცა შემდეგ გოლი სტანდარტულიდან გავუშვით. მიუხედავად ამისა, შემდეგ თამაში ვიგრძენით და მაინც გავათანაბრეთ. შესვენებაზე შეგრძნება მქონდა, რომ თამაშის მოგებაც კი შეგვეძლო თუ ამ შემართებას შევინარჩუნებდით."
"მეორე ტაიმში ჩვენი სათამაშო რიტმის მონახვა ვერ შევძელით, არსენალმა კი მატჩის ბედი გადაწყვიტა. ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან ორგანიზებულია. მათ პატარა ეპიზოდებიც სათავისოდ გამოიყენეს."
"გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ. უნდა ვაღიაროთ, რომ არსენალი გვჯობდა. ეს პრობლემები გადასაჭრელი გვაქვს. ვგრძნობ, რომ ბიჭები მშიერები არიან შემდეგი თამაშისთვის", - ამბობს კომპანი.