სიტუაცია შეიცვალა - გაუფორმებს თუ არა ბაიერნი ნოიერს ახალ კონტრაქტს

სიტუაცია შეიცვალა - გაუფორმებს თუ არა ბაიერნი ნოიერს ახალ კონტრაქტს

გუშინდელი თამაშის შემდეგ, სადაც მანუელ ნოიერმა შეფასების დონეზე 6.1 ქულა მიიღო, ბაიერნის მეკარემ სოციალურ ქსელში მზარდი კრიტიკა მიიღო.

კრიტიკის მთავარი თემა ნოიერის სათამაშო პერფორმანსს შეეხებოდა. გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მანუელს ასაკი უკვე ძალიან ეტყობა, მისი 40 წლამდე გუნდში დატოვება კი ძალიან დიდ რისკზე წასვლა იქნებოდა.

ჰოდა, გერმანულ მედიაში ამაზე საუბარი აქტიურად დაიწყეს. როგორც წერენ, ბაიერნში ნოიერის სიტუაციას კიდევ უფრო ახლოდან და გულდასმით აკვირდებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უწინდელი ნდობა ბაიერნის მეკარეს შესაძლოა აღარც ჰქონდეს.

ცხადია, ნოიერი ჯერ ისევ დიდი პატივისცემით და ავტორიტეტით სარგებლობს, თუმცა მისი გუშინდელი თამაში ისეთი ნამდვილად არ იყო, როგორსაც შეჩვეულები ვართ, რის გამოც კონტრაქტის განახლების საკითხი სათუო და საეჭვო გახდა.

ბაიერნში ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება თავად ნოიერმა უნდა მიიღოს, რასაც კლუბი ყველა შემთხვევაში დაეთანხმება, თუმცა მომავალ მატჩებში ნაჩვენები სათამაშო ხარისხი შესაძლოა ბაიერნის ხელმძღვანელობისთვის გეზის შეცვლის წინაპირობაც გახდეს.


27-11-2025, 23:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2