მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელია.
გუნდის მარცხენა მცველმა, ალფონსო დევისმა დღეს კოჭი დაიზიანა, რის გამოც ვარჯიშის დროზე ადრე შეწყვეტა მოუწია.
ჯერ-ჯერობით უცნობია ტრავმის სირთულე. დიდი ალბათობით, ჰანს ფლიკი კვირას არ გარისკავს და ახალგაზრდა ფეხბურთელს დაასვენებს.
გარდა ამისა, დღეს ვარჯიში გამოტოვა იოზუა კიმიხმაც. გერმანელი ნახევარმცველის არყოფნის მიზეზი გაციებაა.