Bild-მა დაწერა იმის შესახებ, რომ ინგლისური კრისტალ პალასი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელის წაყვანისთვის ემზადება.
როგორც შემდეგ გაირკვა, საქმე საშა ბოეის ეხება, რომელიც ბაიერნში პრაქტიკულად არ თამაშობს და სურს, რომ ახალი კლუბი მონახოს.
თავის მხრივ, ბაიერნიც მზადაა, რომ წინადადებები მოისმინოს და ბოეის გაყიდვით დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნი ფეხბურთელს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.