უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მიუნხენის ბაიერნს ნიკოლას ჯექსონის გამოსყიდვის ვალდებულებაზე ფიქრი აღარ მოუწევს, რადგან მსგავს რამ აღარც არსებობს.
როგორც გახსოვთ, ჯექსონს 40-ჯერ უნდა დაეწყო სასტარტოდან თამაში, ან მეორე ტაიმის სტარტზევე უნდა ჩართულიყო მატჩში, რაც ნიკოლასმა ამ დრომდე მხოლოდ 6-ჯერ გააკეთა, წინ კი 33 შეხვედრაა დარჩენილი.
გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ სულ მალე აფრიკის თასიც დაიწყება და ჯექსონს სენეგალში წასვლა მოუწევს.
მოკლედ, ბაიერნს ჯექსონის გამოსყიდვის ვალდებულება არ ექნება და აფრიკელ ფორვარდს ჩელსიში დაბრუნება მოუწევს.