როგორც გერმანულ მედიაში დაიწერა, ხვალინდელი მატჩის დაწყებამდე, რომელიც ბაიერნსა და სანკტ პაულის შორის შედგება, კლუბი ყოფილ მოთამაშეს ოფიციალურად გააცილებს.
საქმე კინგსლი კომანს ეხება, რომელიც ბაიერნიდან საუდის არაბეთში წავიდა, თუმცა გაცილება არ ჰქონია და ფეხბურთელი ვერც გულშემატკივარს დაემშვიდობა.
ჰოდა, ხვალ, 18:30-ზე მატჩამდე კინგსლი კომანი ალიანც არენაზე წარსდგება, მაყურებელს მადლობას გადაუხდის და ბაიერნულ ცხოვრებას საბოლოოდ დაემშვიდობება.