როგორც უკვე ვიცით, კრისტოფ ფროინდმა თქვა, რომ ზამთარში ბაიერნი ერთი ტრანსფერის გაკეთებასაც არ გეგმავს, რადგან კლუბში ფიქრობენ, რომ ტრავმირებულების დაბრუნების შემდეგ კომპანის გუნდი კიდევ უფრო მოძლიერდება.
მიუხედავად ამისა, არავინ ამბობს, რომ ანალოგიურს უნდა ველოდოთ ზაფხულშიც. მაგალითად, ფლორიან პლეტენბერგმა კასტილო ლუკებას კანდიდატურა დაასახელა.
მისი თქმით, ლუკება მაქს ებერლის სერიოზული ფავორიტია, თუმცა ფასის გათვალისწინებით, ის ბაიერნის სატრანსფერო პოლიტიკას ნაკლებად შეესაბამება.
ლუკებას გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა, თუმცა ის 2027 წლის ზაფხულში 65 მილიონ ევრომდე შემცირდება.