ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ფილიპე კოუტინო, შესაძლოა, მერსისაიდულ "ლივერპულში" დაბრუნდეს.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გააკეთა.
"მე მიხარია "ლივერპულის" წარმატება, რადგან ამ გუნდში ჩემი არაერთი მეგობარი თამაშობს. თუმცა, უკან არ ვიხედები."
"ახალი თავგადასავალი დავიწყე და ახალი ოცნებები მაქვს. ჩემი და "ლივერპულის" გზები უკვე გაიყარა." - აცხადებს კოუტინიო.