29 ნოემბერს მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა ამჯერად სანკტ პაული ორბურთიანი სხვაობით, 3:1 დაამარცხა.
გოლი, რომლითაც ბაიერნი წინ გავიდა, ლუის დიასმა გაიტანა, რომელმაც საბოლოოდ უმაღლესი შეფასებაც მიიღო და კომპანისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა:
"ლუჩოს ქაოსური კრეატიულობა აქვს. მას ყოველთვის შეუძლია, რომ რაღაც გააკეთოს ქაოსში. როგორც ყოფილი მცველი, არ ვისურვებდი ასეთი სტილის ფეხბურთელთან თამაშს, რადგან არასდროს იცი თუ ვის აქვს ბურთზე კონტროლი, შენ თუ მას. დიასმა დღეს შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, ზუსტად ისეთი, როგორიც წინა ვარჯიშზე", - აქებს კომპანი კოლუმბიელ ვინგერს.
ლუის დიასმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.