"ეს განგებ გავაკეთე" - მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებიდან წასვლაზე

"ეს განგებ გავაკეთე" - მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებიდან წასვლაზე

რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი იწერება მანუელ ნოიერის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე, რადგან ტერ შტეგენი კვლავ უთამაშებელია და ნაკრებს ტოპ კლუბში მოთამაშე ტოპ მეკარე სჭირდება.

აღნიშნულ საკითხზე ნოიერს შეკითხვა ამჯერად Sky-მ დაუსვა, მანუელს კი ასეთი პასუხი ჰქონდა:

"ნაკრებიდან განგებ წამოვედი, ეს გამიზნული და შეგნებული გადაწყვეტილება იყო. ახლა უნდა ვნახო თუ როგორ ფორმაში ვიქნები 2026 წელს, ვნახო რა შემეძლება მარტის სანაკრებო პაუზისას. თავადაც მაინტერესებს თუ როგორ ფორმაში ვიქნები ამ პერიოდის განმავლობაში", - ამბობს ნოიერი.

იულიან ნაგელსმანი ნოიერის დაბრუნებაზე კომენტარს არ აკეთებს და ძირითადად ტერ შტეგენის მომავალზეა ორიენტირებული. მისი თქმით, მარკს სჭირდება, რომ სათამაშო დრო მუდმივად ჰქონდეს, რათა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს და მუნდიალზე გერმანიის კარი დაიცვას.


30-11-2025, 11:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2