ული ჰიონესი ლივერპულის არასტაბილურ სეზონს აფასებს და მათ შორის, ბაიერნის ყოფილ სამიზნეზე, ფლორიან ვირცზეც საუბრობს
"მათ ტრანსფერებში 500 მილიონი დახარჯეს და საშინელი სეზონი აქვთ. ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ მხოლოდ სუპერვარსკვლავები ჰყავთ, მხოლოდ ლიდერები და არა მუშა ფეხბურთელები."
"ხშირად მითქვამს, რომ ლივერპულმა 5 ბურთით უნდა დაიწყოს თამაში, რადგან მათ ვარსკვლავებს პასის გაცემა არ სურთ. საწყალი ფლორიან ვირცი, მას გადაცემასაც კი არავინ უკეთებს. სალაჰს, სობოსლაის და დანარჩენებს უნდათ, რომ თავიანთ გემოზე ითამაშონ, პასებს კი არავინ გასცემს", - ამბობს ჰიონესი.
ფლორიან ვირცმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე ლივერპულის მაისურით მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.