ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი ჰარი კეინის კონტრაქტზე საუბრობს და ამბობს, რომ დიდი შანსია, ინგლისელმა ფორვარდმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს:
"ჩვენი ვარაუდით, ის 2027 წლამდე კლუბში აუცილებლად უნდა დარჩეს. მას ყოველ წელს აქვს იანვრამდე გამოსასყიდი, ეს პრობლემა არ არის. მე როგორც ვიცი, თავად კეინსაც სურს, რომ კონტრაქტი განაახლოს, ისევე როგორც თავად ბაიერნს."
"მისი ოჯახი მიუნხენში თავს ძალიან კარგად გრძნობს. ინგლისში ჰარი მხოლოდ მცველებთან ერთად ცხოვრობდა, აქ კი გარანტიები, სიმშვიდე და კომფორტი აქვს როგორც მას, ასევე მის ოჯახს", - ამბობს ჰიონესი.