როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ბაიერნი აქტიურად ეძებდა ახალ გარემარბს, ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი კი მალიკ ფოფანა იყო, რომელიც საბოლოოდ ლიონში დარჩა.
ვერავინ იტყვის, რომ ლუის დიასზე შეჩერებული არჩევანი არასწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს იმას სულაც არ გამორიცხავს, რომ ფოფანა ბაიერნში მაინც აღმოჩნდეს.
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ბელგიელი ვინგერი კვლავ რეკორდმაისტერის ინტერესთა სფეროშია, ისევე როგორც საიდ ელ მალა კიოლნიდან.
ფოფანს ლიგა 1-ის სეზონი ცუდად არ დაუწყია, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მითვალა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით თავის გუნდს ვერ ეხმარება.
ამ მომენტისთვის ახალგაზრდა ბელგიელი შემტევის ფასი 30 მილიონი ევროა.