22 წლის კასტელო ლუკება, რომელიც ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად მოიაზრება, ბაიერნის გეგმებში შესაძლოა ძალიან კარგად ჩაჯდეს.
ფაქტი, რომ კლუბი ფრანგი უკანახაზელით არის დაინტერესებული, ეს უკვე აქამდეც დაიწერა, რასაც დღემდე აქტიურად ადასტურებენ.
თავად ლუკება ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, რაც ცხადყოფს, რომ ფეხბურთელს მაღალი საკლუბო მიზნები ამოძრავებს.
თავის მხრივ, მისი ტრანსფერი დაიოტ უპამეკანოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. თუ უპამეკანო წავა, მაშინ ბაიერნი ლუკებას კანდიდატურას კიდევ უფრო სერიოზულად განიხილავს.
ლაიფციგის მცველი ახლა 80 მილიონი ღირს, 2027 წელს კი მისი ფასი 15 მილიონით შემცირდება.