ვენსან კომპანიმ უპასუხა ული ჰიონესის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბელგიელი მწვრთნელი მომავალში მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას შეცვლის:
"ხშირად მითქვამს თქვენთვის, რომ არ ვაპირებ ჰიონესის განცხადებებზე კომენტარების კეთებას. მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ფეხბურთში არ შეიძლება ასე შორს და დიდ მანძილზე ფიქრი."
"ახლა ბაიერნზე ვარ ორიენტირებული და მთელი ჩემი დრო ამაზე მიდის. მომწონს იმ სამყაროში ცხოვრება, რომელიც ჩემს წინაა და არა სხვაგან. სხვა გუნდებზე საერთოდ არ ვფიქრობ, მხოლოდ ბაიერნი მაქვს გონებაში", - თქვა კომპანიმ.