"რასაც დაპირდნენ არ უსრულებენ" - ჰიონესი ფლორიან ვირცზე და ლივერპულზე

"რასაც დაპირდნენ არ უსრულებენ" - ჰიონესი ფლორიან ვირცზე და ლივერპულზე

ბოლო პერიოდში ფლორიან ვირცზე ული ჰიონესი საკმაოდ ბევრს საუბრობს. რამდენიმე დღის წინ, ჰიონესმა თქვა, რომ ვირცს ვარსკვლავებით გადაჭედილ ლივერპულში ბურთსაც კი არავინ აძლევს.

გარდა ამისა, ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი იმასაც ირწმუნება, რომ ლივერპულმა ვირცისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა:

"სლოტმა პირობა მისცა ვირცს, რასაც ის არ ასრულებს. მან ფლორიანს უთხრა, რომ 10-ნომრიან მაისურს მისცემდა და ახალ პროექტს მის გარშემო შემოაშენებდა, რაც უბრალოდ არ ხდება. ვირცს 7 ნომერი მისცეს, ახალი გუნდი კი ვირცის გარშემო არ თამაშობს", - თქვა ჰიონესმა.

სხვათა შორის, ვირცს კომენტარი უკვე აქვს გაკეთებული ამ თემაზე. მისი თქმით, 10-ნომრიანი მაისურის მიღების პირობა არავისგან მიუღია და მედია ამ თემაზე ცრუობს.


2-12-2025, 17:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2