კრისტიან ფალკი წერს, რომ ბაიერნი საკმაოდ ახლოსაა დაიოტ უპამეკანოსთან კონტრაქტის განახლებასთან, რაც უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება.
აქამდე წერდნენ, რომ უპამეკანოს მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა იყო, თუმცა მოგვიანებით ფეხბურთელმა თავად თქვა, რომ საქმე ფინანსებს არ ეხება.
ახლახანს ფალკი წერს, რომ უპამეკანოს დარჩენა ვენსან კომპანისთან არსებული კარგი ურთიერთობის გამო აქვს გადაწყვეტილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიერნის ინტერესი ნიკო შლოტერბეკის, იბრაჰიმა კონატეს, მარკ გეჰის და სხვა კანდიდატების მიმართ ავტომატურად შემცირდება.